ასლან ბჟანია მზადაა დიალოგისთვის ყველა პოლიტიკურ ძალასთან

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მზადაა დიალოგისთვის ყველა პოლიტიკურ ძალასთან საზოგადოებაში სტაბილურობისა და ქვეყნის კეთილდღეობის მისაღწევად.

ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის თავმჯდომარეობით, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ეროვნული და კონფესიური თემების, ცნობილი საზოგადოებრივი და პოლიტიკური პარტიების ლიდერების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა.

შეხვედრაზე აფხაზეთის “რესპუბლიკის” ე. წ. პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის საკითხი განიხილეს, სადაც ითქვა რომ შეიქმნება საკონსულტაციო ორგანო. ორგანოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების სხვა ინსტიტუტებსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის კონსტრუქციული დიალოგის უზრუნველყოფა .

ცნობისთვის, ოკუპირებულ სოხუმში მაშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები ასლან ბჟანიას ყოფილი მრჩევლის, ბენურ კვირაიას თბილისში ვიზიტს აპროტესტებენ.

„აფსნიპრესის“ ცნობით, აქციაზე შეკრებილები სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ინფორმაციამ შეაშფოთა, რომლის მიხედვითაც „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას ყოფილი მრჩეველი, ბენურ კვირაია თბილისში, თითქოს მოლაპარაკებების მიზნით ჩავიდა.

გარდა ამისა, დემონსტრატები გააღიზიანა ვიდეომ, სადაც საუბარია კვირაიას მეგობრის, დავით კვარაცხელიას სახელობის პარკის დაარსების შესახებ. აქციის მონაწილეებისთვის ეს მიუღებელია ღმოჩნდა, რადგან „დავით კვარცახელია მათ წინააღმდეგ იბრძოდა 1992-1993 წლებში“.

„ჩვენ გვაინტერესებს პრლამენტის დეპუტატების აზრი ამ სიტუაციის შესახებ. ეს პირველი შემთხვევა არ არის მთავრობის მეთაურის მრჩევლისთვის. მანამდე ლაშა საქანია, ყოფილი მრჩეველი შეხვდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომლებმაც უკანონოდ გადმოკვეთეს მდინარე ენგურზე სახელმწიფო საზღვარი და მოვიდნენ ხატით. ასეთ ქმედებებს შეიძლება არასასურველი შედეგები მოჰყვეს“, – განაცხადა სახალხო მოძრაობა „არუაას“ თავმჯდომარე თემურ გულიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...