ასიათასობით შვეიცარიელმა ქალმა გენდერული უთანასწორობა გააპროტესტა (ვიდეო)

შვეიცარიელი ქალები მთავრობისადმი გენდერული უთანასწორობის სწრაფი აღმოფხვრის მოწოდებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ერდროულად გამოვიდნენ ქუჩებში.

პოლიციის და აქციის ორგანიზატორთა ცნობით, ციურიხში 70000 ქალი მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლაში, ბაზელში – 40 000, ბერნში – 40 000, ლოზანაში – 60 000, ჟენევაში – 20 000.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტოდ გამოსული ქალების ზუსტი რაოდენობა ჯერ არაა ცნობილი, მიზანი კი იყო, რომ დაახლოებით 30 წლის წინ, 1991 წელს ქალთა უფლებების დაცვის მიზნით ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტთა რაოდენობაზე, 500000-ზე არანაკლებს მიეღო მონაწილეობა მსვლელობაში.

შვეიცარია ცხოვრების მაღალი დონით გამორჩეული ქვეყანაა, თუმცა, ქალების ეკონომიკაში მონაწილეობის მაჩვენებლის მხრივ 34-ე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო შრომის თანაბრად ანაზღაურების რეიტინგში 44-ე ადგილზე. შვეიცარიელი ქალების ხელფასი შვეიცარელი კაცების ხელფასზე 20%-ით ნაკლებია.

უპირატესად მეწამულ ფერებიან მსვლელობის მონაწილეები ფემინისტურ ლოზუნგებს აფრიალებდნენ: “ჩემი სხეული – ჩემია”, “ძირს პატრიარხატი”, “ჰერმიონა რომ არ ყოფილიყო, პოტერი მკვდარი იქნებოდა” და სხვა.

დემონსტრაციის მონაწილე 16 წლის სკოლის მოსწავლე აურელია გაუკიცხავი არ უნდა დარჩეს “ქალის სხეულის ჰიპერსექსუალიზაცია”, 22 წლის ოკეან შაუბი კი სურს იაროს ქუჩაში კაცების მსგავსად მკერდმოშიშვლებულმა. დემონსტრანტებმა მთელი ციურიხი შემოიარეს ურიკით, რომელზედაც ქალის უზარმაზარი ზომის სავნებო იყო დამაგრებული.

პროტესტანტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს შვეიცარიის ფედერალური კრების დეპუტატებმა. მათ სიმბოლურად შეწყვიტეს თავიანთი დებატები 15 წუთით. ბევრ პარლამენტარს მეწამული ეცვა, ისევე როგორც თავდაცვის მინისტ ვიოლა ამხერდს. ბერნში რკინიგზის სადგურზე აქტივისტ ქალებს მიესალმა პოლიციის და იუსტიციის მინისტრი სიმონეტა სომარუგა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში ქალებმა ხმის მიცემის და ფედერალურ დონეზე საკანონმდებლო არჩევით თანამდებობაზე კენჭისყრის უფლება მოიპოვეს 1971 წელს და ისიც არა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ზოგმა კანტონმა მხოლოდ 1991 წელს მისცა დეპუტატად კენჭისყრის უფლება შვეიცარიელ ქალებს.

შვეიცარიაში აბორტების დეკრიმინილიზაცია 2002 წელს მოხდა, ხოლო მშობიარობის შემდგომი 14 კვირიანი ანაზღაურებადი შვებულება 2005 წლამდე არ არსებობდა. შვეიცარიელ ქალები შეზღუდული რაოდენობის და მეტად ძვირ ბაგა-ბაღებს მათი პროფესიონალური საქმიანობის სერიოზულ შემზღუდავ გარემოებად მიიჩნევენ. აუცილებლად თვლიან მშობიარობის შემდეგ მამის მიერ შვებულების აღების უფლების ქონას. მათი აზრით, ქალის და კაცის უფლებების გათანაბრების პროცესი ქვეყანაში მეტად ნელა მიმდინარეობს და მთავრობას გადამჭრელი ზომების მიღება მართებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...