აშშ უცხო ქვეყნის სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის ვაქცინით სრულად აცრილ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვებს ხსნის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, სრულად ვაქცინირებულ პირები აშშ-ში შესვლას ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და გამგზავრებამდე სამი დღის განმავლობაში აღებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის შემთხვევაში შეძლებენ.

ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის კარანტინის გავლა არ იქნება სავალდებულო.

საერთაშორისო მოგზაურებისთვის აღიარებული ვაქცინები მოიცავს ისეთ ვაქცინებს, რომლებიც დამტკიცებულია და ავტორიზებულია აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ვაქცინები გადაუდებელი გამოყენებისთვის.

კომენტარები
იტვირთება...