აშშ თავისი სამხედროების რაოდეობას ავღანეთში 2 500-მდე შეამცირებს

შეერთებული შტატები აპირებს ავღანეთში ჯარების რაოდენობის 2500-მდე შემცირებას, ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა რობერტ ო’ბრაიენმა განაცხადა.

“როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიწყო მოვალეობის შესრულება, ავღანეთში 10 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა. დღეს იქ 5 ათასზე ნაკლები სამხედროა დარჩენილი და მომავალი წლის დასაწყისისთვის ეს რიცხვი 2.5 ათასამდე შემცირდება”, – თქვა მრჩეველმა.

ამ წლის თებერვლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა და რადიკალურმა ავღანურმა თალიბების მოძრაობამ ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას 18 წლიანი ომის შემდეგ. ხელშეკრულებების თანახმად, ამერიკულმა ჯარებმა, გარიგების დადებიდან 14 თვის შემდეგ უნდა დატოვონ ავღანეთი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად