აშშ სირიას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მორგან ორტაგუსმა, სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს მოუწოდა, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაიცვას. შესაბამისი პოსტი მან Twitter- ზე გამოაქვეყნა.

”თურქეთის კოლონაზე დღევანდელი დაუფიქრებელი საჰაერო თავდასხმა მოწმობს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლებსა და ინფრასტრუქტურაზე იერიში გრძელდება. ჩვენ ამ ძალადობას ვგმობთ, ის უნდა შეწყდეს ”,- წერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

19 აგვისტოს, სააგენტო Anadolu თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ სირიის საჰაერო ძალების მიერ თურქეთის სამხედრო კოლონის დაბომბვის დროს სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

იერიშების შედეგად ასევე 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ინციდენტი იდლიბის პროვინციაში მოხდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ავიაიერიშები დაგმო და აღნიშნა, რომ მომხდარი დეესკალაციის ზონაში რუსეთთან არსებულ შეთანხმებებს ეწინააღმდეგება.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დასძინა, რომ კოლონის გაგზავნის მიზანს უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა, კერძოდ გზებზე წესრიგის დაცვა, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის თავიდან აცილება.

ადრე, სირიის სააგენტო SANA სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ თურქეთის ჯარი იდლიბის ტერიტორიაზე შევიდა.

”სირია მიიჩნევს, რომ თურქეთმა იარაღითა და საბრძოლო მასალებით დატვირთული სამხედრო კოლონა იდლიბის პროვინციაში გაგზავნა“, – ნათქვამია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დამასკო ” თურქეთის ამ აშკარა ჩარევას მკაცრად გმობს” და ანკარას სირიის ”სუვერენიტეტის დაუფიქრებელ დარღვევაში ადანაშაულებს ”,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად