აშშ-ში, Walmart-ის სუპერმარკეტთან მომხდარ სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში, ქალაქ დუნკანში არსებულ Walmart-ის სუპერმარკეტთან სროლა მოხდა.

უცნობმა პირმა სუპერმარკეტში ცეცხლი გახსნა, რასაც სამი ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელიც ემსხვერპლა. ამის შესახებ იქაური გამოცემა The Duncan Banner-ი, პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

ინფორმაციას აგრეთვე ადასტურებს Abc7 News-იც. დუნკანის პოლიციის ხელმძღვანელი დენი ფორდი იუწყება, რომ თავდამსხმელი პისტოლეტით იყო შეიარაღებული. დაღუპულებს ტყვიები Walmart-ის გარეთ მოხვდათ, თავიანთი ავტომობილების სიახლოვეს. ფოტოზე, რომელიც პორტალის მიერ არის გამოქვეყნებული, ჩანს, რომ სროლა სუპერმარკეტთან არსებულ ავტოსადგომთან მოხდა.

ერთ-ერთმა დაღუპულმა, სიკვდილის წინ მოასწრო და საპასუხო ცეცხლი გახსნა, რასაც მსროლელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქალაქში დაკეტილია უნივერსიტეტი და სკოლები. ბავშვები კი რჩებიან სასწავლო დაწესებულებებში, ადგილობრივი მმართველობა მშობლებს მოუწოდებს, რომ ჯერჯერობით არ შეეცადონ თავიანთი შვილების სკოლებიდან გამოყვანას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად