აშშ-ში ვარაუდობენ, რომ ”რუსული ტროლები” ჩილეში ვითარების ესკალაციას ცდილობენ

აშშ ვარაუდობს, რომ ”რუსული ტროლები” ჩილეში პოლიტიკური უთანხმოების წარმოქმნას ცდილობენ,-სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა.

”ვხედავთ აშკარა ნიშანს, რომ ხალხი ამ დისკუსიას (საზოგადოებაში -)იყენებს და მას სოციალურ ქსელებში “ტროლირებისა” და ბოროტი გზით გამოყენების მიზნით ამახინჯებს”,-განმარტა მან.

ჩილეს მოქალაქეებს დებატები აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი კურსი უნდა ჰქონდეთ. ე.წ. ტროლები  უთანხმოებების გამძაფრებას, კონფლიქტის გაღვივებას და ყველგან დემოკრატიული დებატების შეფერხებას ცდილობდნენ.

“თუ ზოგიერთ კომენტარს გადავხედავთ, რომელიც ჩილეში მომხდარ მოვლენებზე რუსეთის გავლენას უკავშირდება, ნახავთ, რომ სინამდვილეში ძირითადი ყურადღება სოციალურ ქსელებს ეთმობა”, – განაცხადა  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

მისი აზრით, რუსეთი რეგიონში ვითარების ესკალაციით დაინტერესებულია. ამასთან, მან უპასუხოდ დატოვა კითხვა, არის თუ არა იმის ნიშნები, რომ ინტერნეტში ეს ქმედებები რუსეთის ხელისუფლებას უკავშირდება.

ჩილეში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვის დასაწყისში დედაქალაქ სანტიაგოში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე  ფასების გაზრდის გამო დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით, ადგილობრივებმა უკმაყოფილება დაბალი ხელფასების, პენსიების, სოციალური შეღავათების, ჯანდაცვის მაღალი ხარჯებისა და განათლების გამო გამოთქვეს. საპროტესტო ქციების შედეგად, მინიმუმ 19 ადამიანი დაიღუპა.

საპროტესტო აქციების საპასუხოდ, ხელისუფლებამ მინიმალური ხელფასისა და პენსიის გაზრდის შესახებ განაცხადა, ასევე მეტროსა და ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდაზე გადაწყვეტილება გააუქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად