აშშ-ში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა

უამინდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა აშშ-ს რამდენიმე შტატში 58-მდე გაიზარდა. ამის შესახებ New York Times იუწყება.

ამინდის არახელსაყრელი პირობების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა გაცილებით მეტი შეიძლება იყოს. მანამდე Washington Post-მა 47 მსხვერპლის შესახებ განაცხადა, რომელთა უმეტესობა დაფიქსირდა ტექსასში.

ტექსასში ასიათასობით მაცხოვრებელი წყლის გარეშე დარჩა მძიმე ქარბუქის გამო. დაახლოებით 150 ათასი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. შტატის დაახლოებით 14 მილიონი მაცხოვრებელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგას. მათგან 260 ათასზე მეტი სასმელი წყლის გარეშე დარჩა. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანება ტექსასის ხელისუფლებისთვის ფედერალური დახმარების გაწევის შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...