აშშ-ში უამინდობის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა

არანორმალური სიცივისა და ცუდი ამინდის მსხვერპლთა რაოდენობა შეერთებულ შტატებში 34-მდე გაიზარდა, იუწყება CBS.

დაღუპულთა ყველაზე მაღალი რიცხვი დაფიქსირდა ტეხასის შტატში, სადაც ცუდ ამინდს 20 ადამიანი ემსხვერპლა. შტატში თოვლის ქარბუქის გამო, 325 ათასზე მეტი მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტეხასის 13 მილიონ მაცხოვრებელს, რაც შტატის მოსახლეობის ნახევარია, არ აქვს სუფთა გამდინარე წყალი.

რთული ვითარებაა შტატ ოკლაჰომაშიც, სადაც ჯო ბაიდენმა, ისტორიის მანძილზე ყველაზე ხანგრძლივი ყინვების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...