აშშ-ში უამინდობას 34 ადამიანი ემსხვერპლა

შეერთებული შტატების შვიდ შტატში ყინვისა და ცუდი ამინდის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. ამის შესახებ CBS იუწყება.

დაღუპულთა ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა ტექსასის შტატში, სადაც 20 ადამიანი დაიღუპა ცუდი ამინდის პირობებთან დაკავშირებული ინციდენტების შედეგად.

ბოლო მონაცემებით, ქარიშხლის გამო ტექსასის შტატში დაახლოებით 300 ათასი მაცხოვრებელი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა, მათგან 260 ათასზე მეტს მოკლებულია წყალსაც. ამავდროულად, შტატის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში ცივი ტემპერატურა ამ ადგილებისთვის არანორმალურია. ოთხშაბათს, უამინდობის გამო, დაახლოებით 2 300 შიდა და საერთაშორისო ფრენა გაუქმდა. განსაკუთრებით რთულია ვითარება ტექსასის, მისისიპისა და კენტუკის აეროპორტებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...