აშშ-ში ცნობილი რეპერი იანგ დოლფი მოკლეს

აშშ-ში, ტენესის შტატის ქალაქ მემფისში ცეცხლსასროლი იარაღით ცნობილი რეპერი იანგ დოლფი მოკლეს. მისი ნამდვილი სახელი ადოლფ რობერტ ტორნტონ უმცროსი არის. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, რეპერს მოახლოებული მანქანიდან ესროლეს.

36 წლის იანგ დოლფის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Major და On the river. ჯამში მას 7 სტუდიური ალბომი აქვს. რეპერის Youtube არხი დაახლოებით 1,45 მილიონმა ადამიანმა გამოიწერა.

TMZ-ის ცნობით, ეს დოლფის მკვლელობის პირველი მცდელობა არ იყო. 2017 წელს მას დაახლოებით 100-ჯერ ესროლეს.

კომენტარები
იტვირთება...