აშშ-ში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა

აშშ-ის დასავლეთით, ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.

ყველაზე მძიმე სიტუაცია ამ ეტაპზე არის ორეგონისა და კალიფორნიის შტატებში, სადაც ტყის ხანძრების შედეგად დაიღუპა 10 და 22 ადამიანი. მათი უმრავლესობა გარდაიცვალა ბოლო დღეების განმავლობაში. კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა ვაშინგტონის შტატში.

მთლიანობაში, ამერიკის დასავლეთ შტატებში, ეროვნული უწყებათაშორისი სახანძრო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე ტყის ხანძრების 94 კერაა, რომელთაგანაც ზოგიერთმა, ფართობის თვალსაზრისით რეკორდულ ციფრებს მიაღწიეს. მათი საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 1,9 მილიონ ჰექტარს. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართულია 30 000-ზე მეტი მეხანძრე.

შაბათს, თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 14 სექტემბერს კალიფორნიაში გაემგზავრება, სადაც მოისმენს ადგილობრივი ხელისუფლების რეპორტს არსებული ტყის ხანძრების შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად