აშშ-ში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

დასავლეთ ამერიკაში, ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა, 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ USA Today იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხანძარმა 12-ზე მეტი შტატი მოიცვა დასავლეთ ამერიკის შტატებში. 19 ადამიანი დაიღუპა კალიფორნიაში, 3 ორეგონში და 1 ვაშინგტონის შტატში. აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა 11 დაღუპულის შესახებ კალიფორნიაში და 2-ზე მეტი დაღუპულის შესახებ ორეგონში.

”ამინდის უპრეცედენტო პირობებმა გამოიწვია საგანგებო ვითარება კალიფორნიაში, ორეგონში, ვაშინგტონში და სხვა შტატებში”, – აცხადებენ სახანძრო ცენტრში.

ორეგონის ხელისუფლებამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ხანძრის გამო 500,000-ზე მეტი შტატის მაცხოვრებელი ევაკუირებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად