აშშ-ში, ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

მინიმუმ 26 ადამიანი ემსხვერპლა ტორნადოს, რომელმაც ამერიკის შემდეგ შტატებს გადაუარა: მისისიპი, ჯორჯია, სამხრეთ კაროლინა და არკანზასი.

მისისიპიში, რომელიც უამინდობის გამო დაზარალდა, 11 ადამიანი დაიღუპა. მანამდე ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამ სამსახური 6 დაღუპულის შესახებ იუწყებოდა.

8 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ კაროლინაში, 6 – ჯორჯიაში, ხოლო არკანზასში – 1.

აშშ-ის სამხრეთით მდებარე შტატებში დაახლოებით 800 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ოთხ შტატში – ალაბამაში, ჯორჯიაში, ლუიზიანაში და მისისიპიში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

გარდა ტორნადოსი, აღნიშნულ შტატებში აგრეთვე არის ძლიერი წვიმა და წყალდიდობა. ლუიზიანას აეროპორტში, ტორნადოს გამო ყველა რეისი გაუქმდა.​

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად