აშშ-ში, თეთრ სახლთან დააკავეს პირი, რომელსაც დონალდ ტრამპის მოკვლა სურდა

აშშ-ში, თეთრი სახლის მახლობლად, პოლიციამ დააკავა ფლორიდის მაცხოვრებელი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოკვლით ემუქრებოდა. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.

„მე აქ იმისთვის, რომ მოვკლა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ამისათვის თან დანა მაქვს“, – განუცხადა 25 წლის როჯერმა საიდუმლო სამსახურის აგენტს. ინციდენტი 8 თებერვალს მოხდა.

პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ახალგაზრდა მამაკაცი აღწერილია, როგორც „უკიდურესად დაკარგული ადამიანი“, რომელიც „გადის ფსიქიატრიულ მკურნალობას“.

2020 წლის იანვარში, დონალდ ტრამპის ქალაქგარეთ არსებულ რეზიდენციასთან დაკავებული იქნა ირანის მოქალაქე, რომელიც მაჩეტეთი და დანებით იყო შეიარაღებული. მამაკაცი ლეგალურად იმყოფებოდა ქვეყანაში, მას თან დაახლოებით 22 ათასი აშშ დოლარი აღმოაჩნდა. მისი მოტივების დადგენა კი ოპერატიულად ვერ მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად