აშშ-ში, სკოლაში აღმოჩენილი გამდიდრებული ურანის გამო სწავლა შეაჩერეს

აშშ-ში, ამერიკის შტატ ოჰაიოში, პაიკტონის რაიონში, სკოლა დაკეტეს. ამის მიზეზი კი რადიოაქტიური ნივთიერება გახდა.

სკოლა სასწავლო წლის დასასრულამდე დაკეტილი იქნება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შენობა ქალაქ პორტსმუტთან ახლოს, გაზის დიფუზიის ქარხნის შორიახლოს მდებარეობს. ქარხანაში 2001 წელს გამდიდრებული ურანი იწარმოებოდა. ახლა ობიექტზე კი რადიოაქტიური ნარჩენების პოლიგონს აშენებენ.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ რადიაციის დონე ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნიშნულს არ წარმოადგენს.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, სკოლაში გამდიდრებული ურანი და ნეპტუნი-237 აღმოაჩინეს, სკოლაში სულ 300 მოსწავლე სწავლობს და 25 თანამშრომელია დასაქმებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...