აშშ-ში, სიცხეების გამო 6 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 6 ადამიანი გარდაიცვალა აშშ-ში, ძალიან ცხელი ამინდების გამო. ამის შესახებ CBS იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოთხი ადამიანი დაიღუპა მერილენდში, ორი კი არიზონისა და არკანზასის შტატებში.

აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცი იმის შესახებ, რომ აშშ-ის მიდვესტსა და აღმოსავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე ტემპერატურა შესაძლოა 90 ფარენჰეიტზე მაღლა ავიდეს. ამასთან, იგი აღიქმება როგორც 100-115 ფარენჰეიტი.

ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლაზიო აცხადებს, რომ ამინდის პირობების გამო, ქალაქში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. ხელისუფლებამ გადადო მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის მთვარეზე გამგზავრების 50 წლისთავი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...