აშშ-ში შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის გამოსაძიებლად

აშშ-ის კონგრესი აპირებს შექმნას კაპიტოლიუმზე 6 იანვარს განხორციელებული შტურმის გამომძიებელი დამოუკიდებელი კომისია, მსგავსი იმ კომისიისა, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი საავიაციო ტერაქტის შემდეგ შეიქმნა.

ამის შესახებ, 15 თებერვალს განაცხადა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, რომლის თანახმად, დამოუკიდებელმა კომისიამ უნდა დაადგინოს, შემდეგ კი საზოგადოებას წარუდგინოს „ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესის“ წინააღმდეგ მიმართული და სავარაუდო “შიდატერორისტულ აქტთან” დაკავშირებული მიზეზები და ფაქტები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...