აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ამერიკის შტატ ოჰაიოში, სამხედრო-სამოქალაქო აეროპორტის რაიონში სატვირთო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავს ავტონაწილები გადაჰქონდა, მან კატასტროფა იქაური დროით 3:00 საათზე განიცადა.

თვითმფრინავის ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა მდგომარეობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ისინი ადგილზე მივიდნენ, თვითმფრინავს მთლიანად ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. მოგვიანებით კი მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...