აშშ-ში, სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შტატ ოჰაიოში, სამხედრო-სამოქალაქო აეროპორტის რაიონში სატვირთო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბორტზე იმყოფებოდა ორი ადამიანი, თუმცა მათი მდგომარეობა ცნობილი არ იყო.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავს ავტონაწილები გადაჰქონდა, მან კატასტროფა იქაური დროით 3:00 საათზე განიცადა.

ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ისინი ადგილზე მივიდნენ, თვითმფრინავს მთლიანად ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. მოგვიანებით კი მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...