აშშ-ში საშობაო ღონისძიებაზე მანქანა ხალხში შევარდა, დაღუპულია ხუთი ადამიანი

აშშ-ის უისკონსინის შტატში, ქალაქ უოკეშოში წითელი ფერის ჯიპი ხალხმრავალ საშობაო ღონისძიებაზე დიდი სიჩქარით შევარდა. დაღუპულია ხუთი და დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საავადმყოფოებში 11 ზრდასრული და 12 ბავშვი გადაიყვანეს.

ზოგიერთი თვითმხილველისა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხალხში შეჭრის შემდეგ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით ისროდნენ.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მალევე დააკავეს და ავტოსაგზაო ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ინციდენტი ტერორიზმს. საგამოძიებო პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო.

კომენტარები
იტვირთება...