აშშ-ში საქართველოს საელჩომ პარლამენტის დელაგაციას უმასპინძლა

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის საპატივსაცემოდ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, აშშ-ში საქართველოს საელჩომ   მიღებას უმასპინძლა.

საღამოზე მიწვეულნი იყვნენ აშშ კონგრესისა მაღალი რანგის თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები. მათი ნაწილი ჩართული იყო და ხელს უწყობდა პროცესს, რომელიც კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის გასვლას უკავშირდება.

მიღებაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სამომავალო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად