აშშ-ში, საპროტესტო აქციებისა და არეულობების შედეგად მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა შეერთებულ შტატებში, პროტესტებისა და არეულობების დროს, რომელიც გამოწვეულია აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულები არიან ჩიკაგოში (ილინოისი), დეტროიტში (მიჩიგანი), ომაჰაში (ნებრასკა), დავენპორტში (აიოვა), ოკლენდში (კალიფორნია) და ლუისვილში (კენტუკი). დაღუპულთა უმეტესობა აფროამერიკელია.

ოკლენდში, 53 წლის, შავკანიანი ფედერალური უსაფრთხოების ოფიცერი დეივ პატრიკ ანდვუდი დაიღუპა და მისი პარტნიორი მძიმედ დაშავდა. ომაჰაში 22 წლის შავკანიანი ჯეიმს სკარლოკი მოკლეს მაშინ, როდესაც მან თანამზრახველთა ჯგუფთან ერთად თეთრ მამაკაცს სცემა. ცემის დროს, ამ უკანასკნელმა მოახერხა იარაღის ამოღება და სროლა. აგრევე ვრცელდება ინფორმაცია ასობით დაშავებულების შესახებ შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.

Associated Press-ის უახლესი შეფასებით, შეერთებულ შტატებში, ბოლო 4 დღის განმავლობაში დაახლოებით 4.4 ათასი ადამიანი დააკავეს საპროტესტო აქციების და არეულობების დროს. კერძოდ, მათ ბრალი წაუყენეს ძარცვისთვის, კომენდანტის წესების დარღვევისთვის, გზების გადაკეტვისთვის.

არეულობებთან დაკავშირებით, კომენდანტის საათი დაწესდა აშშ-ს დაახლოებით 40 ქალაქში, მათ შორის ვაშინგტონში, ლოს ანჯელესსა და ნიუ იორკში.

მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად