აშშ-ში, საპროტესტო აქციებისა და არეულობების დროს 9 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

აშშ-ში, პოლიციამ, საპროტესტო აქციებისა და რეულობების ფონზე, მინიმუ 9,3 ათასი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.

მომიტინგეების უდიდესი რაოდენობა ლოს ანჯელესში დააკავეს – დაახლოებით 2.7 ათასი ადამიანი, მეორე ადგილზე ნიუ იორკია, სადაც დაახლოებით 1,5 ათასი ადამიანი დააკავეს. რამდენიმე ასეული მომიტინგე დააკავეს დალასში და ჰიუსტონში (ორივე ქალაქი მდებარეობს ტექსასის შტატში) და ფილადელფიაში (პენსილვანია).

ეს რიცხვი აშკარად გაიზრდება უახლოეს დღეებში, რადგან აქციები და არეულობა გრძელდება. სამშაბათს საღამოს მხოლოდ ნიუ იორკში დააკავეს 200 ადამიანი. პოლიციასთან შეტაკებები საღამოს დაიწყო პორტლენდში, ორეგონში. არეულობის თავიდან ასაცილებლად გამოყენებული იქნა ცრემლსადენი გაზი და სინათლის ყუმბარა.

არეულობების წინააღმდეგ ბრძოლაში, აშშ-ს ეროვნული გვარდია ხშირად ეხმარება ადგილობრივ სამართალდამცავებს. ამჟამად 20,4 ათასი ჯარისკაცის გადანაწილებული 28 შტატში. დაახლოებით 40 ქალაქში, მათ შორის ვაშინგტონში და ნიუ იორკში კი, კომენდანტის საათია დაწესებული.

მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად