აშშ-ში სამხედროებს ნარკოტიკების მოხმარებისა და შევიწროვების თაობაზე შეამოწმებენ

აშშ-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობის უფროსმა, გენერალმა რიჩარდ კლარკმა დაწერა, რომ სამხედროებს შეამოწმებენ, თუ რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ეთიკურ და დისციპლინურ სტანდარტებს. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

მედია წერილის ტექსტს აქვეყნებს.

ანგარიში 2019 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება. აუდიტის დროს გენერალი ასევე სწავლების პროცესსაც შეისწავლის.

”ამერიკელები უნდა ენდობოდნენ იმ სამხედროებს, ვინც მათ იცავს. ეს ნდობა გადამწყვეტია და არასდროს უნდა დაკნინდეს. ჩვენი კულტურა, ჩვენი რწმენისა და ღირებულებების ნაყოფია”, – ნათქვამია წერილში.
როგორც ტელეარხი CNN-ი იუწყება, ადრე რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე სექსუალურ შევიწროებასა და ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებულებაში ამხილეს.
როგორც NBC News-ი დასძენს, ერთ-ერთი მათგანი ქალ ჯარისკაცს ავიწროებდა, ხოლო ოცეულის სხვა წევრები ფაქტს მალავდნენ.

CNN- ის თანახმად, ასევე სამხედროები კოკაინისა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაშიც იყვნენ ეჭვმიტანილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად