აშშ-ში რუსეთის 3 მოქალაქეს ჯაშუშობას აბრალებენ

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ბრონკსში სამი რუსეთის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს,-ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიაავრცელებს.

როგორც აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა აღნიშნა, ჯაშუშობაში ბრალდება რუსეთის მოქალაქე ევგენი ბურიაკოვს წარედგინა, ხოლო დანარჩენ ორ მოქალაქეს – იგორ სპორიშევს და ვიქტორ პოდობნის ბრალად ინფორმაციების მოძიება ედებათ ბრალად.

აღსანიშნავია, რომ პოდობნი და სპორიშევი რუსეთის დიპლომატების არიან და აშშ-ის ტერიტორია უკვე დატოვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის მარტის თვიდან 2014 წლის სექტემბრამდე ბურიაკოვს სპორიშევთან 48 შეხვედრა ჰქონდა და გარკვეული ტიპის ინფორმაციას გადასცემდა.

“ისინი ტელეფონით საუბრობდნენ ღონისძიებებზე, კინოთეატრში წასვლაზე, წიგნებზე, ქუდებზე, მაგრამ რეალურად ეს არაფერი არ ხდებოდა”,-ნათქვამია გავრცელებულ ცნობაში.

რუსეთის ოფიციალურ უწყებებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...