აშშ-ში, რეპორტაჟის მომზადებისას თვითმფრინავი ჩამოვარდა და ჟურნალისტი გარდაიცვალა

ლუიზიანას შტატის ქალაქ ნიუ-ორლეანში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ტელეარხ Fox 8-ის წამყვანი, ნენსი პარკერი გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეარხი იუწყება.

ტრაგედია ნიუ ორლეანის აეროპორტის მოედანზე იმ მომენტში მოხდა, როდესაც ტელეწამყვანი პილოტის შესახებ, რომელსაც რთული ავიარეისების შესრულება შეუძლია, სიუჟეტს ამზადებდა.
ავარიის შედეგად სატელევიზიო სიუჟეტის გმირიც გარდაიცვალა, სახელად ფრენკ ავგუსტუსი. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია. წინასწარი მონაცემებით, მფრინავმა მართვის კონტროლი დაკარგა.

როგორც აშშ-ს სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ დაადასტურა, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.

ადრე, ნიუ-იორკის შტატში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. გარდა ამისა, სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სახლში იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად