აშშ-ში ქარიშხალ “ლორას” შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა

ქარიშხალ “ლორას” შედეგად აშშ-ში, ლუიზიანაში ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა.

”დღეს დიდი ტკივილით ვადასტურებთ ექვსი ადამიანის დაღუპვას ქარიშხალის შედეგად”, – განაცხადეს დეპარტამენტში. ლუიზიანის გუბერნატორმა ჯონ ბელ ედვარდსმა აქამდე უკვე განაცხადა ოთხი დაღუპულის შესახებ. ყველა მათგანი ქარიშხლის მიერ წაქცეულმა ხეებმა იმსხვერპლა. სხვა შტატებში მსხვერპლი არ ყოფილა.

ქარიშხლების დაკვირვების ეროვნული ცენტრის უახლესი მონაცემებით, ტროპიკული ქარიშხლის სიჩქარეა 22,3 მ/წმ. ატმოსფერული ფენომენი მდებარეობს ლუიზიანასა და არკანზას შტატებს შორის საზღვრის არეალში და მოძრაობს ჩრდილო-აღმოსავლეთით 6.7 მ/წმ სიჩქარით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად