აშშ-ში ქარიშხალ “ისაიას” ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ტროპიკული ქარიშხლის “ისაიას” გამო შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე დაღუპულთა რაოდენობა ორიდან ოთხამდე გაიზარდა. ამის შესახებ АБС იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მერილენდსა და ნიუ იორკში ორი ადამიანი გარდაიცვალა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ორი მსხვერპლის შესახებ. ხელისუფლებამ სულ 21 ტორნადო დაარეგისტრირა აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩრდილოეთ კაროლინიდან ნიუ ჯერსიში ტერიტორიაზე.

ქარიშხალი “ისაია” ორშაბათს საღამოს ჩრდილოეთ კაროლინას შტატს დაატყდა თავს. ამ დროისთვის იგი შესუსტებულია.

ქარიშხლის სეზონი, როგორც წესი, ექვსი ითვის განმავლობაში გრძელდება, ივნისის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე. ატმოსფერული მოვლენა კლასიფიცირდება, როგორც ტროპიკული ქარიშხალი და ამ სახელს იმ შემთხევაში იღებს, თუ მასში ქარის სიჩქარე დაახლოებით 17.5 მ/წმ-ს აღწევს. როდესაც ქარის სიჩქარე 33 მ/წმ ან მეტია, შტორმი ქარიშხალი ხდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად