აშშ-ში, ქალაქ კოლუმბუსში პოლიციამ 16 წლის აფროამერიკელი გოგონა მოკლა

გაზეთ The Columbus Dispatch–ის თანახმად, ამერიკის ქალაქ კოლუმბუსში პოლიციელმა ესროლა და მოკლა 16 წლის შავკანიანი გოგონა.

ვიდეოდან ჩანს, თუ როგორ ეჩხუბებოდა 16 წლის მაკაია ბრაიანტი სხვა გოგონას. მაკაიას სავარაუდოდ დანა აქვს ხელში. ამის შემდეგ პოლიციელი გოგონას ოთხჯერ ესვრის. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მაკაია ბრაიანტი ჭრილობისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, გოგონამ დანა მიწაზე დააგდო მანამ, სანამ პოლიციელი ესროდა.

პოლიციამ თქვა, რომ ოფიცრებს უფლება აქვთ გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი საკუთარი თავის ან მესამე მხარის დასაცავად. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება იმის გასარკვევად, რამდენად გამართლებული იყო ამ შემთხვევაში ოფიცრის მოქმედება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...