აშშ-ში, ფაუერ ლიფტინგში მსოფლიო ჩემპიონი თელაველი ბექა მაზანიშვილი გახდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ ჯერისის შტატის ქალაქ ედისონში, მსოფლიო ფაუერ ლიფტინგის ფედერაციის მიერ ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში თელაველმა სპორტსმენმა ბექა მაზანიშვილმა გაიმარჯვა. სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უკვე მეხუთედ მოიპოვა.

,,World Natural Powerlifting Federation,,-ის ორგანიზებით ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი, მასში ჩემს ორ მოსწავლესთან თემურ დვალიშვილთან და ფარედ ჰამრაქულთან ერთად მივიღე მონაწილეობა. დვალიშვილმა ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ფარედ ჰამრაქულმა ღია დივიზიონში იასპარეზა და მეორე ადგიკთ ვერცხლის მედალს დასჯერდა.,,- განაცხადა ბექა მაზანიშვლმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად