აშშ-ში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული

აშშ-ში, უისკონსინში საშობაო დღესასწაულის მონაწილეებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 39 წლის დარელ ბრუკსი ოჯახური ძალადობის საქმეზე გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდასხმის მოტივი ჯერ კიდევ დაუდგენელია, თუმცა აშკარაა, რომ ეჭვმიტანილი განზრახ მოქმედებდა. ამასთან, ხელისუფლებამ საქმეში ტერორიზმი გამორიცხა.

ცნობისთვის, უისკონსინის შტატის ქალაქ უოკეშაში საშობაო აღლუმის დროს ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი ადამიანი, 48 კი დაშავდა. დაშავებულთაგან ექვსი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები
იტვირთება...