აშშ-ში მომხდარ სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა აშშ-ში, იუტას შტატში მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ CNN და NBC News იქაურ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

სროლა 17 იანვარს, იქაური დროით დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა, ქუჩების – Main Street და 130 South კვეთაზე. იქაური პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაშავებული ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სავარაუდო მსროლელი დაკავებულია. მსროლელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ იმ საშინელი სიახლით, რაც დღეს საღამოს მოხდა. ჩვენ ვგლოვობთ უდანაშაულო ადამიანების დაკარგულ სიცოცხლეს“ – წერს თავის Twitter-ზე შტატის გუბერნატორი.

მისი თქმით, შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი და სახელმწიფო კრიმინალური ლაბორატორია ეხმარება ადგილობრივ ძალებს გამოძიებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად