აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ირანში საპროტესტო აქციების დროს 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანის საკითხებში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ბრაიან ჰუკმა განაცხადა, რომ ირანში საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, შესაძლოა ათასზე მეტი ადამიანი იყოს დაღუპული.

”რეჟიმს საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, შეეძლო ირანის 1000-ზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა”, – განაცხადა ჰუკმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.

”ჩვენ არ შეგვიძლია ამაში დარწმუნებული ვიყოთ, რადგან ირანის რეჟიმი ინფორმაციის გაცვლაზე წვდომას ბლოკავს,” – თქვა მან.

ჰუკმა აღნიშნა, რომ დაღუპულთა შორის თინეიჯერებიც არიან. გარდა ამისა, მისი თქმით, საპროტესტო აქციების დროს რამდენიმე ათასი ადამიანი დაშავდა.

”ზოგიერთ შემთხვევაში, რეჟიმმა ცხედრები ოჯახებს მანამ არ გადასცა, სანამ არ მიიღო დაპირება, რომ საჯარო დაკრძალვა არ მოხდებოდა”, – დასძინა ირანის საკითხებში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ბრიფინგის დროს, ჰუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “საუბარია ასეულობით დაღუპულზე, და შესაძლოა, ეს რიცხვი ათასს აღემატებოდეს”.

ირანელებმა ხელისუფლების მიერ საწვავზე ფასების გაზრდის გამო, საპროტესტო აქციები გამართეს. აქციები დიდხანს გაგრძელდა და ის პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც პოლიციელთა რიგებში, ასევე დემონსტრანტთა შორის ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად