აშშ-ში მარიხუანის მწარმოებელი კომპანია საფონდო ბირჟაზე დაარეგისტრირეს

ამერიკის შეერთებულ შტატების საფონდო ბირჟაზე, პირველად ისტორიაში, მარიხუანის მწარმოებელი კომპანია Terra Tech-ის აქციები დაარეგისტრირეს,-ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

კომპანიამ რეგისტრაციაზე ოფიციალური ნებართვა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისგან მიიღო. აშშ-ში მარიხუანის წარმოება და გაყიდვა აკრძალულია ფედერალურ დონეზე, თუმცა დაშვებულია რამდენიმე შტატში. სწორედ ამიტომ, კომისიამ კომპანიის მოთხოვნა დაგვიანებით დააკმაყოფილა.

როგორც კომპანიის იურისტმა რენდი კაცმა აღნიშნა, კომისიამ დაჩქარებულ რეგისტრაციაზე უარი განაცხადა, თუმცა სტანდარტულ ვადებში კომპანიისთვის დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

„ახლა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ კომისიაში(SEC) ადეკვატურად ექცევიან კომპანიებს ამ დარგიდან და უარს არ აცხადებენ ჩვენთან მუშაობაზე, ნათელი გახდა, რომ დაფინანსების პერსპექტივები ყველასთვის გაუმჯობესდა“,-განაცხადა კომპანია Terra Tech-ის გენერალურმა დირექტორმა დერეკ პეტერსონმა.

გაზეთის ინფორმაციით, კომისიაში ანალოგიური განცხადება კიდევ ერთმა, ნარკოტიკული საშუალებების მწარმოებელმა კომპანიამ შეიტანა.

ცნობისათვის, აშშ-ის ფედერალური კანონმდებლობის მიხედვით, მარიხუანა აკრძალული ნივთიერებაა. ამასთან, ქვეყნის 20 შტატში მარიხუანის მოხმარება სამკურნალო მიზნებისთვის დაშვებულია. 2013 და 2014 წლებში მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება ვაშინგტონის, ორეგონისა და ალიასკის შტატებში მოხდა.

კომენტარები
იტვირთება...