აშშ-ში, მამაკაცმა ოთხი პირი მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

აშშ-ში, კენტუკის შტატში მამაკაცმა ოთხი ადამიანი მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Lexington Herald-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ორი ადამიანის ცხედარი იპოვა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით გაიქცა. შემთხვევა 11 თებერვალს მოხდა.

როდესაც პოლიციამ მისი ადგილსამყოფელი დაადგინა, ავტომობილში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამართალდამცავების მისვლისთანავე ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.

ადგილობრივმა შერიფ დვეინ პრაისმა განაცხადა, რომ ინციდენტი "ძალადობის ყველაზე მგრძნობიარე აქტია" 34 წლის განმავლობაში. შერიფის განცხადებით, მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...