აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ შეერთებულ შტატებში 25 მილიონს მიაღწია, ამაზე მოწმობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში 25 003 695 ადამიანი დაინფიცირდა. ყველაზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა კალიფორნიაში (3,147,735), მას მოსდევს ტექსასი (2,243,009), ფლორიდა (1,639,914), ნიუ იორკი (1,323,312) და ილინოისი (1,098,527).

სულ 417,538 ადამიანი გარდაიცვალა შეერთებულ შტატებში COVID-19-ის გამო.

პანდემიის დასაწყისიდან მოყოლებული, მსოფლიოში 98,7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, 2,1 მილიონზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად