აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყების დღიდან შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 12 041 253-ს მიაღწია. ამის შესახებ იტყობინება ამერიკის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი.

კორონავირუსულ დაავადებათა სიკვდილიანობის შემთხვევები ქვეყანაში 255 588-მდე გაიზარდა, 4,45 მილიონზე მეტი ადამიანი კი განიკურნა.

მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა.

დაფიქსირდა გარდაცვალების 1,378,567 შემთხვევა, 37 მილიონზე მეტი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად