აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა

შეერთებულ შტატებში COVID19–ით გამოწვეული დაავადების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500 ათასს გადააჭარბა. ასეთ მონაცემებს აქვეყნებს ჯონსონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი.

სულ, ბოლო მონაცემებით, 28 174 133 ადამიანია ინფიცირებული.

დაღუპულთა რიცხვი 500 071-ია.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა 22 თებერვლის საღამოს თეთრ სახლში პატივი მიაგო ამ დაავადებით გარდაცვლილ თანამოქალაქეებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად