შეერთებულ შტატებში კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა 250 483 ადამიანი, ამის შესახებ ამერიკის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი იუწყება.
ყველაზე მეტი გარდაცვალება – 34 187 დაფიქსირდა ნიუ იორკში.
სულ, აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირების 11.5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, 4,35 მილიონი ინფიცირებული ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
გლობალური მასშტაბით, უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსის მსხვერპლმა 1,3 მილიონს გადააჭარბა, 56,1 მილიონზე მეტი დაინფიცირდა და 36 მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა.