აშშ-ში კორონავირუსის „ბრაზილიური“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

მინესოტას ჯანდაცვის სამინისტრომ, აშშ-ში კორონავირუსის ე.წ. ბრაზილიური შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოავლინა.

“მინესოტას ჯანდაცვის დეპარტამენტმა დღეს განაცხადა, რომ მის ლაბორატორიაში აღმოაჩინეს კორონავირუსის შტამი, რომელიც ცნობილია, როგორც ბრაზილიური P.1. იგი მინესოტას მკვიდრის ნიმუშში აღმოაჩინეს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ბრაზილიიდან. ეს “ბრაზილიური” შტამის პირველი შემთზხვევაა შეერთებულ შტატებში”, – ნათქვამია ექიმების განცხადებაში. განმარტებულია, რომ პაციენტში ინფექციით გამოწვეული დაავადების სიმპტომები ამ თვის პირველ კვირაში გამოვლინდა, მან ანალიზი 9 იანვარს ჩააბარა.

პირველად ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი მუტაციის გაჩენის შესახებ ცნობილი გახდა გასული წლის დეკემბრის ბოლოს. ივარაუდება, რომ იგი შეიძლება წარმოშობილიყო რიო-დე-ჟანეიროს შტატში. “ბრაზილიური” შტამით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის შესახებ განაცხადეს დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ხელისუფლებებმა.

ბრიტანელი ექსპერტების აზრით, არსებობს ვირუსის “ბრაზილიური” ვარიანტის ორი განსხვავებული ტიპი (P.1 და P.2).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად