აშშ-ში, გოგონა, გამტაცებლისგან TikTok-ის ჟესტების ენის დახმარებით გადაარჩინეს

აშშ-ში, კენტუკიში, პოლიციამ გადაარჩინა 16 წლის დაკარგული გოგონა მას შემდეგ, რაც მან შეძლო კომუნიკაცია TikTok-ის ჟესტებით, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ იგი გაიტაცეს. ამის შესახებ CNN წერს.

ლორელის ოლქის შერიფის ოფისმა განაცხადა, რომ ვიღაცამ დარეკა 911-ში მას შემდეგ, რაც გზაზე გოგონა დაინახა, რომელიც TikTok-ის ხელის ჟესტების ენაზე აკეთებდა “სახლში ძალადობა”, “მე დახმარება მჭირდება” და “ოჯახური ძალადობა”.

იგი, ვინც დარეკა, ოპერატორთან ხაზზე დარჩა და მანქანას გაჰყვა, რომელშიც გოგონა იმყოფებოდა. გამომძიებლებმა ის გზაზე დააკავეს. შიგნით იპოვეს არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც მისმა მშობლებმა ორი დღის წინ ძებნის სიაში შეიყვანეს.

ის მანქანით მიდიოდა 61 წლის ჯეიმს ჰერბერტ ბრიკთან ერთად, რომელმაც მსხვერპლი რამდენიმე შტატში გადაიყვანა თავის ნათესავებთან ოჰაიოში. გზაზე გატაცებულმა გოგონამ გაქცევა სცადა და მანქანების ყურადღება TikTok-ის ჟესტებით მიიპყრო.

ოფიცრებმა ბრიკის ტელეფონში ასევე იპოვეს ფოტო არასრულწლოვნის სექსუალური გამოსახულებით. მამაკაცს ბრალად ედებოდა გატაცება, ასევე არასრულწლოვნების სექსუალური მასალების შენახვა.

რა ჟესტია ეს – ეს არის საერთაშორისო სიგნალი, რომელიც შეგიძლია აჩვენო ერთი ხელის დახმარებით. ამისთვის გაშლილი ხელისგული წინ უნდ აგაიშვირო და ცერა თითი მოხარო, შემდეგ კი დანარჩენი თითები მასზე მუშტად შეკრა.

კომენტარები
იტვირთება...