აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში, COVID19-ით ინფიცირების 44 110 შემთხვევა გამოვლინდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 44 ათასზე მეტით გაიზარდა.

უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებულ შტატებში, კორონავირუსის შედეგად 914 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაინფიცირდა 44 110 პირი.

ერთი დღით ადრე ეს მაჩვენებლები იყო 37 330 და 1 098 შესაბამისად.

უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მთლიანობაში, აშშ-ში ექიმებმა გამოავლინეს კორონავირუსული ინფექციის 6,9 მილიონზე მეტი შემთხვევა, ხოლო 202 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

მსოფლიოში, უნივერსიტეტის ცნობით, დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 32,2 მილიონზე მეტი შემთხვევა, ხოლო გარდაიცვალა 983 ათასზე მეტი ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად