აშშ-ში, გასულ 24 საათში, კორონავირუსის 51 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 51 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 1 091 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებს დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში ინფიცირების სულ მცირე 28 605 669 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, პანდემიამ 513 091 პაციენტი იმსხვერპლა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე 96 402 490 დოზაა გადანაწილებული, სულ მცირე 75 236 003 დოზა კი ადმინისტრირებული.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, აშშ-ს მოსახლეობიდან სულ მცირე 49 722 180 ადამიანმა ვაქცინის ერთი ან ორი დოზა მიიღო. ვაქცინის ორივე დოზა კი სულ მცირე 24 779 920 პირს გაუკეთდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...