აშშ-ში, გასულ 24 საათში, COVID19-ით ინფიცირების რეკორდული – 217 664 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა რეკორდული მაჩვენებლით გაიზარდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 217 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მანამდე, აშშ-ში რეკორდი 28 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 205 ათასზე მეტი იყო.

უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა ინფიცირების 217,664 ახალი შემთხვევა, ხოლო  გარდაიცვალა 2,879 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად