ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, შეერთებულ შტატებში ბოლო დღის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 142 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 921 ადამიანი კი გარდაიცვალა.
უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებულ შტატებში ექიმებმა 142,732 ახალი ინფექციის შემთხვევა დაარეგისტრირეს.
უნივერსიტეტის მონაცემებით, ეპიდემიის დასაწყისიდან შეერთებულ შტატებში კორონავირუსული ინფექციის 12 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 256 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 4,5 მილიონზე მეტი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
გლობალურად, უნივერსიტეტის მონაცემებით, 58 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა COVID-19-ით, 1.3 მილიონზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.