აშშ-ში Ford Mustang-ის შემქმნელი გარდაიცვალა

ლოს-ანჯელესში, 94 წლის ასაკში მოკვდა ლი იაკოკკა, რომელიც აშშ-ის ავტომობილების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა იყო.

იგი იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. როგორც თავად აცხადებდა, იგი შეპყრობილი იყო ფულის შოვნის იდეით, როდესაც დიდი დეპრესიის დასაწყისი იყო, 1930-იანი წლები. 1946 წელს მან მუშაობა დაიწყო Ford-ში, სადაც გაიკეთა კარიერა. 36 წლის ასაკში კი იგი ამერიკული კომპანიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ვიცეპრეზიდენტი გახდა.

სწორედ მან დაითანხმა ჰენრი ფორდი, რომ დათანხმებულიყო Ford Mustang-ის პროექტს, რომელიც კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი პროექტია. გარდა ამისა, იაკოკკამ პირადად მოახდინა ახალი ავტომობილის სარეკლამო კამპანიის ორგანიზება.

1968 წელს იაკოკკა კომპანიის პრეზიდენტად დაინიშნა. მან კომპანია Ford-ს გადაატარებინა ენერგეტიკული კრიზისის დასაწყისი, 1970-იანი წლები, აგრეთვე დაეხმარა ძლიერი ევროპული ფილიალის ჩამოყალიბებაში.

კომპანიიდან წასვლის შემდეგ კი, იგი სათავეში ჩაუდგა Chrysler-ს, კომპანიას, რომელიც იმ პერიოდისათვის გაბანკროტების წინაშე იდგა. მან კონგრესისგან სუბსიდიის მოპოვება შეძლო, რომლის მოცულობაც 1,5 მილიარდი აშშ დოლარი იყო და აგრეთვე დაარწმუნა კომპანიის წევრები, რომ მათ ახალი ავტომობილი უნდა შეექმნათ და რაც შეიძლება, სწრაფად. იაკოკკის ქმედებების შედეგად კი, კომპანია კრიზისული პერიოდიდან გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...