აშშ-ში დღიურად რეკორდული რაოდენობის ვაქცინა კეთდება, შედეგად კი შტატებს მარაგი ეწურება

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა, რომ რეკორდულად გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც გაუკეთდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ამის პარალელურად კი, შტატების მიერ ვაქცინების მოხმარებას მიწოდება ვერ აკმაყოფილებს.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა პარასკევს განაცხადა, რომ კიდევ დაახლებით კიდევ 1.6 ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია, საერთო ჯამში კი, 19 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა უკვე ვაქცინაცია.

გასული 24 საათის განმავლობაში კი, კიდევ 1 მილიონი ვაქცინა გაკეთდა. ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ერთ დღეში გაკეთებულმა ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა.

ამის არალელურად კი, სულ უფრო მეტი შტატი იტყობინება, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ვაქცინა. ნიუ-იორკს ვაქცინების მარაგი პარასკევს ამოეწურება, ვინაიდან მან უკვე მოიხმარა მიწოდებული ვაქცინების 97%. ამის შესახებ ნიუ-იორკსი მერი იუწყება.

ლუიზიანაში არ არის საჭირო მასობრივი ვაქცინაციის დაწყება, რადგან სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი დოზები იმისთვის, რომ ეს ამად ღირდეს, – განაცხადა გუბერნატორმა ჯონ ბელ ედვარდსმა. ლუიზიანაში ხალხი შეშფოთებით ელოდება ვაქცინების გამოყოფის გაზრდას, – თქვა ედვარდსმა პარასკევს.

ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ფილ მერფიმ განაცხადა, რომ მის შტატს ვაქცინების მეტი დოზა სჭირდება.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა CDC-ს სთხოვა, შეისწავლოს შესაძლებლობა, თუ რა მოხდება, თუკი შტატები გამოყოფილ რაოდენობას ამოწურავენ.

“ჩვენ CDC- ს ვთხოვეთ, ზუსტად გაეცნოს ამ საკითხს და ვნახოთ, რისი გაკეთება შეიძლება”, – თქვა მან პარასკევს, თეთრი სახლის ბრიფინგზე.

ვაქცინის შემქმნელებთან რეგულარულად საუბრის შემდეგ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველები დარწმუნებულნი არიან, რომ უახლოეს მომავალში მიწოდება გაიზრდება, – თქვა დოქტორმა ვივეკ მერთიმ, ბაიდენის მიერ წარდგენილმა გენერალურმა ქირურგმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად