აშშ-ში COVID19-ით ინციფირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ New York Times იუწყება.

შეერთებულ შტატებში ვირუსით ინფიცირების მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიაში COVID-19-ის მსხვერპლი გახდა 3 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჩინეთის ხელისუფლებამ ვუჰანში, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. დაავადების გამომწვევი აგენტი არის კორონავირუსის ახალი ტიპი SARS-CoV-2, რომელიც იწვევს დაავადებას COVID-19. მოგვიანებით, 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად აღიარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად