აშშ-ში, COVID19-ის შედეგად დაღუპულების საპატივსაცემოდ, სამი დღით დროშებს დაუშვებენ

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრძანა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის მსხვერპლთა საპატივსაცემოდ, აშშ-ის ფედერალურ შენობებზე, სამი დრის განმავლობაში დროშები დაუშვან. თეთრი სახლის მეთაურმა ეს განცხადება Twitter- ის თავის ანგარიშზე გამოაქვეყნა.

“დროშებს დავაშვებინებ ყველა ფედერალურ შენობაზე და ეროვნულ ღირსშესანიშნაობაზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში, იმ ამერიკელების ხსოვნისთვის, რომლებიც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დავკარგეთ.” – წერს ამერიკის ლიდერი.

ხსოვნის დღეს, რომელსაც შეერთებულ შტატებსი აღნიშნავენ ორშაბათს, 25 მაისს, ასევე დაშვებული იქნება დროშები. “ორშაბათს, დროშები დაშვებული იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალებიდან მათ საპატივსაცემოდ, ვინც ჩვენი ქვეყნისათვის გაწირეს სიცოცხლე”, – დასძინა ტრამპმა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, რომელიც გამოთვლებს აკეთებს ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, კორონავირუსული ინფექციის 1.57 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში, ხოლო გარდაიცვალა 94 ათასი ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად